ათასწლეულის ინოვაციის ფინალი
- 15 თებერვალი, 2016
2016 წლის 12 თებერვალს ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალი გამართა. ფინალში გადასული ათი კონკურსანტი გუნდიდან ოთხი კომაროვის სკოლის სახელით მონაწილეობდა.
აღსანიშნავია, რომ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის პირველ სამეულში ორი საპრიზო ადგილი დაიკავეს კომაროვის სკოლის გუნდების პროექტებმა „პროცესორიდან ნეირონამდე“ და „მემბრანული კინემატიკური წყვილებიანი ორიგინალური განშლადი კონსტრუქციის დიზაინი“. გამარჯვებული გუნდები დააჯილდოე კომპანია Geocell-მა, აჭარა ჯგუფმა და საქპატენტმა.
კომაროვის სკოლა ულოცავს გამარჯვებას ალექსანდრე ხოხიაშვილს, დიმიტრი კორკოტაშვილს, თამარ კორკოტაშვილს, გიორგი ყიფშიძეს, ეკატერინე დადიანს, ცოტნე დადიანს, ნიკოლოზ გიორგაძეს და უსურვებს წარმატებებს!